საქართველო როგორც ევროპის ნაწილი უერთდება ევროპის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის წესებს და აკონტროლებს ამ წესების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე, ამ წესების დარღვევა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და ითვალისწინებს გაფრთხილებას და ფულად ჯარიმას, გარდა იმ შემთხვევებისა თუ რადიოსადგური არის PMR (446,000-446,100 მჰც) ან LPD (433,075-434,750 მჰც) დიაპაზონის და მისი გადამცემის სიმძლავრე არ აღემატება 0,5 ვატს და თქვენ ხართ რადიომოყვარული და გაქვთ მონიჭებული საერთაშორისო სახმობი, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა მიმართოთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას და აიღოთ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება, რომლის ღირებულება 1 სიხშირეზე 1000 ლარს შეადგენს 1 წლის განმავლობაში.

P. S. ხშირად ონლაინ საიტებიდან იწერენ ან საქართველოში იძენენ ულიცენზიო რადიოსადგურებს (Free Licence/Non-Licence) გთხოვთ გადაამოწმოთ, რომელ დიაპაზონში მუშაობენ ეს რადიოსადგურები, თუ უწერიათ FRS/GMRS დიაპაზონი იცოდეთ ეს დიაპაზონები საქართველოში არ არის ნებადართული.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიის ვებ გვერდი: